განახლდა
დღეს: 63 სიახლე
Radio Tavisupleba

უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში დაარტყეს კოსმოსური კავშირის ცენტრს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 22 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში დაარტყეს კოსმოსური კავშირის ცენტრ „დუბნას“.

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
GuriaNews

უკრაინული მედია – მოსკოვის ოლქში დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

მოსკოვის ოლქში დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, ქალაქ ჩეხოვში დრონებით თავდასხმა ქარხანა „ჰიდროსტალკონსტრუქციაზე“ განხორციელდა, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებს, ლითონის კონსტრუქციებსა და ენერგეტიკული…

News.ge

მოსკოვის ოლქში, 12 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე, ორი მოზარდი გოგო დააკავეს…

შემზარავი დანაშაული რუსეთში – მოსკოვის ოლქში, 12 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე, ორი მოზარდი გოგო დააკავეს… მოსკოვის ოლქში, 12 წლის მეექვსეკლასელის სასტიკი მკვლელობის საქმეში, ორი არასრულწლოვანი გოგო ფიგურირებს. სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორი თვით პატიმრობა შეუფარდა…

News.ge

რუსული მედია – მოსკოვის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა – წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია “ტასი” ავრცელებს. მოსკოვის ოლქში კერძო – Zlin Z42 – თვითმფრინავის ჩამოვარდნა ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ (როსავიაცია)…

NewsReport

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტში ფრენები შეიზღუდა. სობიანინის თქმით, მათგან 180 მოსკოვთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. მოსკოვის აეროპორტებში…

Metronome

მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. „ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა“, – აღნიშნა ვორობიოვმა. შეგახსენებთ…

Radio Tavisupleba

უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა დარტყმა ორსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მანამდე უკრაინული და რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა, რომ 11 აგვისტოს თავდაცვის ძალებმა დაარტყეს რუსეთის ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზს“. უკრაინის გენშტაბის თანახმად…

Radio Tavisupleba

უკრაინამ დაადასტურა დარტყმა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რუსულ გემზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 2 ივნისს დღისით განაცხადა, რომ გასული ორი დღის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით და რაკეტებით დაარტყეს რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სარაკეტო კომპლექსს და გემს. უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა მანამდე რუსული…

მედიაცენტრი

,,უკრაინამ მოსკოვის ოლქში კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყა” – ზელენსკი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრ „დუბნას“ დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. ზელენსკის განმარტებით, აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს სატელიტური კომუნიკაციების სპეციალურ ობიექტს…

Timer

უკრაინამ დარტყმა განახორციელა მოსკოვის ოლქში კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრზე

21 ივნისს და 22 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დარტყმები მიაყენეს რუსი აგრესორის ობიექტებს. ინფორმაციას უკრაინის გენ.შტაბი ავრცელებს. „მოსკოვის ოლქში დარტყმა განხორციელდა კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრ „დუბნაზე“. ობიექტზე შეინიშნება მასშტაბური დაკვამლიანება. მტრის ზარალი…

Timer

თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს

დრონების თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. “როსავიაციის” ცნობით, შეზღუდვები დაწესდა დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და ვნუკოვოს აეროპორტში. პარალელურად, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოსკოვის ოლქში 150 დრონი ჩამოაგდეს. Source

Timer

მოსკოვის მერი: რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე, წუხელ ღამით, დრონით 400-ზე მეტი იერიში განხორციელდა

მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქზე, წუხელ ღამით, დრონით 400-ზე მეტი იერიში განხორციელდა. „საღამოდან დილის 6 საათამდე მოსკოვის ოლქის მიმართულებით 430-ზე მეტი დრონი მოფრინავდა, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებზე გაანეიტრალეს. მოსკოვთან…

მედიაცენტრი

მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც რამდენიმე ობიექტზე ხანძარი მოჰყვა. იერიშის სამიზნე ქალაქ ჩეხოვში მდებარე ქარხანა „ჰიდროსტალკონსტრუქცია“ გახდა, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებს, ლითონის კონსტრუქციებსა და ენერგეტიკული…