,,აშშ საქართველოს შიდა პრობლემებს არ მოაგვარებს” – ჯეიმს ჯეი კარაფანო
ამერიკული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, ჯეიმს ჯეი კარაფანოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ ჩაერევა. ამის შესახებ მან Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კარაფანოს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების სურვილი, ჰქონდეს პარტნიორობა აშშ-სთან და თან აკეთოს ის, რაც მოისურვებს, არ იმუშავებს. მისი თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხოლოდ ხელშესახები და კონკრეტული შედეგებითაა დაინტერესებული, რისთვისაც ქართულ მხარეს ორმხრივი ინტერესის საკითხებზე მუშაობა მოუწევს. მანვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თვალს არ დახუჭავს პოლიტიკურ რეპრესიებსა და დისიდენტების შევიწროებაზე, თუმცა აშშ არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. ექსპერტმა ოპოზიციის… The post ,,აშშ საქართველოს შიდა პრობლემებს არ მოაგვარებს” – ჯეიმს ჯეი კარაფანო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →