კორუფციის საქმეებზე ბრალდებულთაგან 82 საჯარო მოხელე იყო – გენერალური პროკურორი
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას კორუფციულ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები. „წინა 3 წელთან შედარებით, 2025 წელს ყველაზე მაღალი იყო გამოძიების დაწყების მაჩვენებელი,რაც შეეხება ბრალდებულ პირთა რაოდენობას 125-ს მიაღწია, გაიზარდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელიც და მსჯავრი დაედო 84 პირს. ხაზგასასმელია, რომ 82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში“,-განაცხადა გიორგი გვარაკიძემ. გენერალური პროკურორის განცხადებით, კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის … The post კორუფციის საქმეებზე ბრალდებულთაგან 82 საჯარო მოხელე იყო – გენერალური პროკურორი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →