პროექტის შესახებ

Cnoba არის ქართული მედიასაშუალებების სიახლეების (ძირითადად სათაურების) შემკრები და საჯარო არქივია. სისტემა აგროვებს ტექსტებს ღია RSS/Atom წყაროებიდან, ინახავს პუბლიკაციების მეტამონაცემებს და უზრუნველყოფს სწრაფ ძიებას არქივში.


რას ნახავთ CNoba-ში

  • უახლესი — ბოლო პუბლიკაციები, "გადაფურცვლის" შესაძლებლობით.
  • ძიება — საკვანძო სიტყვებით ძიება მთლიანად არქივში.
  • ჩანაწერის გვერდი — სათაური, წყარო, თარიღი, მოკლე აღწერა და ბმული ორიგინალზე.

რატომ არ ჩანს ყოველთვის სრული ტექსტი

'ცნობა' პატივს სცემს წყაროების წესებს. სიებში და ძიების შედეგებში ნაჩვენებია მხოლოდ სათაურები — სრული ტექსტის გარეშე. სრული ტექსტი შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ კონკრეტულ ჩანაწერზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცემამ (რედაქციამ) თავად ისურვა გაეხადა თავისი სრული ტექსტი საძიებოსთვის.

პრინციპები

  • მსუბუქი დიზაინი — მინიმალური გაფორმება, სწრაფი ჩატვირთვა, SEO-მეგობრული სტრუქტურა.
  • დაბალი დატვირთვა — სიები არ ითხოვს სრულ ტექსტს, გამოიყენება limit/offset გადაფურცვლა.
  • სტაბილური არქივი — პუბლიკაციების შენახვა ძიებისთვის, ხელოვნური ინტელექტის დასწავლისთვის და ისტორიული ფაქტების აღბეჭდვისთვის.

API (დეველოპერებისთვის)

Base URL:

https://cnoba.ge/api.php
Endpoint Example Purpose
Latest /api.php?limit=20&offset=0 უახლესი პუბლიკაციები
Search /api.php?q=თბილისი&limit=20&offset=0 ძიება არქივში
Kinds /api.php?kinds=1 კონტენტის ტიპების სია
Entry /api.php?entry=ID ერთი ჩანაწერი (სრული ტექსტის გარეშე)
Entry + content /api.php?entry=ID&include_content=1 სრული ტექსტი (თუ ნებადართულია)

შენიშვნა: დამატებითი ფილტრები (მაგ. წყარო/თარიღი) შესაძლებელია დაემატოს მოგვიანებით ბექენდის მხარეს. მომავალში შეიძლება გამოჩნდეს დამატებითი API endpoints-ებიც, მაგალითად, წყაროების სია ან სტატისტიკა.

API (დეველოპერებისთვის)

https://cnoba.ge/api.php