,,დასავლეთმა სისხლის წყურვილი 2008 წლის საქართველოს კონფლიქტით ვერ მოიკლა” – მედვედევი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა მარიონეტული რეჟიმები რუსეთის წინააღმდეგ დამრტყმელ ძალად გამოიყენეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი მტკიცებით, დასავლეთმა „სისხლის წყურვილის დაკმაყოფილება“ 2008 წლის საქართველოს კონფლიქტით ვერ შეძლო. „ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში აგრესია განახორციელა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მაშინ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო ოპერაცია ჩაატარეს და სისხლისღვრა შეწყდა. ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც, რომელიც 2014 წელს რუსოფობიის კერად იქცა. სამწუხაროდ, ახლა ეს მოლდოვის და უკვე სომხეთის შემთხვევაშიც ხდება“, – განაცხადა მედვედევმა. The post ,,დასავლეთმა სისხლის წყურვილი 2008 წლის საქართველოს კონფლიქტით ვერ მოიკლა” – მედვედევი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →