სიახლე

ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

GuriaNews

​უხვმა ნალექმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, კერძოდ კი ლესხულუხეს უბანში, სერიოზული პრობლემები გამოიწვია. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სოფლის შიდა გზები, რაც ადგილობრივების გადაადგილებას აფერხებს. ​ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემის მთავარ მიზეზად გამართული ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებს: „ოდნავი წვიმის დროსაც კი ღელე დიდდება და პრობლემას ქმნის, არც სანიაღვრე არხები არსებობს“, _ ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ​როგორც მარტვილის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი […] The post ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

 ​უხვმა ნალექმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, კერძოდ კი ლესხულუხეს უბანში, სერიოზული პრობლემები გამოიწვია.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სოფლის შიდა გზები, რაც ადგილობრივების გადაადგილებას აფერხებს. ​ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემის მთავარ მიზეზად გამართული ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებს: „ოდნავი წვიმის დროსაც კი ღელე დიდდება და პრობლემას ქმნის, არც სანიაღვრე არხები არსებობს“, _ ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

​როგორც მარტვილის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ვითარების გასაცნობად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად ადგილზე უკვე გასულები არიან.

The post ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი