პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის 1 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა რუსთავში, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის 1 ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →