აშშ-მა ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყეს. „აშშ-ის თვითმფრინავებმა ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახ ობიექტებსა და სანაპირო რადარების პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს, მას შემდეგ, რაც 25 ივნისს ირანმა დრონის გამოყენებით გემ Ever Lovely-ს დაარტყა. ირანის თავდასხმის დროს სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ომანის სანაპიროს გასწვრივ ჰორმუზის სრუტიდან გამოდიოდა“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ასევე, ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანის შეიარაღებული ძალების მიერ კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი აგრესია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს“. The post აშშ-მა ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებს დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →