სიახლე

დაკავებულია 8 პირი, მათ შორის თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

GuriaNews

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის ბრალ­დე­ბით 8 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, თურ­ქე­თი­სა და ია­პო­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ასე­ვე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს, მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით […] The post დაკავებულია 8 პირი, მათ შორის თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის ბრალ­დე­ბით 8 პირი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, თურ­ქე­თი­სა და ია­პო­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ასე­ვე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს, მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, მათ შო­რის: “კო­კა­ი­ნი“”,მე­თა­დო­ნი” „ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი“, „მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი“, „ოპი­უ­მი“, „ამ­ფე­ტა­მი­ნი“, „მა­რი­ხუ­ა­ნა“, მცე­ნა­რე „კა­ნა­ფი და 300 აბამ­დე „პრე­გა­ბა­ლი­ნი“.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან პი­რე­ბი, რო­მელ­თა მხი­ლე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, მათ სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ამა­ნა­თე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის მიერ, ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­ფა­სო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 260-ე კვარ­ტა, 19-260-ე, 261-ე, 19-262-ე და 265-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

The post დაკავებულია 8 პირი, მათ შორის თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი