,,ბრიუსელი არ დაუშვებს ევროპული ბაზრისა და მარეგულირებელი ავტონომიის შელახვას” – ევროკომისიის სპიკერი
ევროკავშირი მზად არის, მყისიერი ზომები მიიღოს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაპირებას შეასრულებს და ციფრული მომსახურების გადასახადის გამო ევროკავშირის ქვეყნებს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს. ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიუსელი არ დაუშვებს ევროპული ბაზრისა და მარეგულირებელი ავტონომიის შელახვას. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა იმ ევროპული ქვეყნების მისამართით, რომლებიც ამერიკული კომპანიებისთვის ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას გეგმავენ. პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს, ვაშინგტონის მხრიდან უმკაცრეს ეკონომიკურ პასუხს მიიღებს. The post ,,ბრიუსელი არ დაუშვებს ევროპული ბაზრისა და მარეგულირებელი ავტონომიის შელახვას” – ევროკომისიის სპიკერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →