გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში რეკორდული სიცხეა
ევროპაში ანომალიური სიცხის ტალღა გრძელდება, რის გამოც კონტინენტის მასშტაბით ტემპერატურის ახალი რეკორდები დამყარდა. გერმანიაში ტემპერატურამ ზედიზედ მეორე დღეა ყოველგვარ რეკორდს გადააჭარბა და 41.5°C-ს მიაღწია, ჩეხეთსა და დანიაში კი აბსოლუტური სინოპტიკური რეკორდები 40.8°C და 37°C მაჩვენებლებით მოიხსნა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ სიცხის ტალღას ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე „ძლიერი გავლენა“ ექნება. მეცნიერთა განცხადებით, ევროპა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დათბობადი კონტინენტია, რაც არქტიკის დნობასა და ჰაერის ნაკადების ცვლილებას უკავშირდება. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზაფხულის ასეთ ადრეულ პერიოდში ასეთი სიცხე 50 წლის წინ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა და მომხდარში „ცალსახად“ კლიმატის ცვლილებას ადანაშაულებენ. სინოპტიკოსების… The post გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში რეკორდული სიცხეა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →