სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული. უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს 60 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა. სამართალდამცველებმა ძებნილი არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. The post სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →