სიახლე

კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

მედიაცენტრი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. „დღევანდელ სახარებაში გვეძლევა კიდევ ერთი მითითება, ერთი სწავლება, რომ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, როგორც ასისთავი ლოცულობდა თავისი მსახურისთვის. ლოცვას არ აქვს არც საზღვრები, არც სივრცის, არც დროის, მაგრამ უნდა ვილოცოთ დიდი რწმენით, თუ გვინდა, რომ უფალმა ჩვენ ეს ლოცვა შეგვისრულოს. ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს. წელს თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა… The post კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი