სიახლე

საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

Timer

საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ტომბლენში მოხდა. სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი და 10 პარაშუტისტი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც პარაშუტისტთა სკოლას ეკუთვნოდა, ნანსი-ესეს აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. Source

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი