,,ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას” – სი ძინპინი ლუკაშენკოს
ჩინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ბელარუსს ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. „ჩინეთმა და ბელარუსმა უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას მაღალ დონეზე და კიდევ უკეთესი სარგებელი მოუტანონ ორივე ქვეყნის ხალხებს“, — აღნიშნა სი ძინპინმა და დასძინა, რომ პეკინი კვლავაც შეუწყობს ხელს ბელარუსის განვითარებასა და მშენებლობას. თავის მხრივ, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთ-ბელარუსის ურთიერთობები ამჟამად „ისტორიულ პიკზეა“. The post ,,ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას” – სი ძინპინი ლუკაშენკოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →