ლატვია და უკრაინა რუსეთის საზღვართან დრონების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ
ლატვიასა და უკრაინას შორის უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ასეთი ობიექტი რუსეთ – ლატვიის საზღვართან ახლოს უნდა განთავსდეს, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა. პრემიერის განმარტებით, უკრაინასთან უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ივნისის დასაწყისში ხელმოწერილი შეთანხმება ერთობლივ წარმოებას მოიცავს. კერძოდ, დაგეგმილია ასეთი ობიექტის დაუყოვნებლივ მშენებლობა ლატვია-რუსეთის საზღვართან. ანდრის კულბერგსის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ობიექტი საზღვართან ახლოს განთავსდეს. მისი განმარტებით, ამ რეგიონს ეკონომიკური აქტივობა, ინვესტიციები და სამუშაო ადგილები სჭირდება. ანდრის კულბერგსმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, ლატვიამ წლის ბოლომდე დრონების წინააღმდეგ… The post ლატვია და უკრაინა რუსეთის საზღვართან დრონების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →