მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ბიზნესმენი ოჯახთან ერთად დაშავდა
მონაკოში, საფრანგეთის საზღვართან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, უკრაინელი მაგნატი ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და 13 წლის შვილი დაშავდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცნობილი ბიზნესმენი და მისი მეუღლე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. დაშავებულები საფრანგეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მონაკოს ლიდერმა, პრინცმა ალბერტ II-მ თავდასხმას „საზიზღარი აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის ყველა სამსახური მობილიზებულია. მონაკოს სახელმწიფო მინისტრის, კრისტოფ მირმანდის განმარტებით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა საფრანგეთის საზღვარი ფეხით გადაკვეთა და მიიმალა, ფრანგი და მონაკოელი სამართალდამცავები მის დასაკავებლად ერთობლივ ძებნას აწარმოებენ. ვადიმ ერმოლაევს 2023 წელს უკრაინამ 10 წლით… The post მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ბიზნესმენი ოჯახთან ერთად დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →