არქეოლოგებმა სომხეთში თამარ მეფის ეპოქის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს, მკვლევრებმა ისტორიული ღირებულების მონეტა აღმოაჩინეს, რომელიც თამარ მეფეს ეკუთვნოდა, – ამის შესახებ სომხური მედია წერს. ამასთან, მედიის ცნობით, ციხესიმაგრის გარე კედლის მახლობლად, აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის 90 პროცენტი, არ არის ნაპოვნი მხოლოდ ხელის თითები. როგორც სომხური მედია წერს, სპეციალისტების თქმით, კბილების მდგომარეობის მიხედვით ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი იყო ახალგაზრდა ასაკის ადამიანი, ხოლო ფეხის ძვლების მიხედვით, დაახლოებით 1.80 მეტრის სიმაღლის. არქეოლოგიური სამუშაოების დროს მკვლევრებმა აღმოაჩინეს ასევე შაშის მსგავსი თამაშის ფრაგმენტები. The post არქეოლოგებმა სომხეთში თამარ მეფის ეპოქის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →