საქართველოს საგარეო ვალი 27.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 27.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ბოლო ოთხი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 68.7%-ის ტოლია. წლიურ ჭრილში (2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით) საგარეო ვალი 1.6 მილიარდი დოლარით, ანუ 6.3%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ვალდებულებებიდან სახელმწიფო სექტორზე 11.6 მილიარდი დოლარი მოდის, ხოლო კერძო სექტორზე – 15.5 მილიარდი დოლარი. სახელმწიფო საგარეო ვალი: წინა წელთან შედარებით 5.5%-ით გაიზარდა. აქედან ცენტრალური მთავრობის ვალდებულებები 9.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად ეროვნული ბანკის ვალი 6.1%-ით შემცირდა და 772.8 მილიონი დოლარი გახდა. კერძო სექტორის… The post საქართველოს საგარეო ვალი 27.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →