ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ყდებზე ეროვნული კონცეფცია აისახება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოების რეფორმის ფარგლებში წიგნების ვიზუალური კონცეფცია სრულად იცვლება და მათ ყდებზე ეროვნული ღირებულებების მატარებელი ილუსტრაციები განთავსდება. მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის პირველი, მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებს უკვე ახალი წიგნები ექნებათ, სადაც საგნობრივი მასალა ქართულ კულტურასა და მიღწევებთან იქნება დაკავშირებული. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული კომპონენტების შემოტანის მიზანია, მომავალმა თაობამ უკეთ იცოდეს საკუთარი სამშობლოს საგანძური. ამ მიზნით, სახელმძღვანელოებში 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია შევიდა, რომლებიც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს შეეხება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია სრულად იცვლება. წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების… The post ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ყდებზე ეროვნული კონცეფცია აისახება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →