სიახლე

როდის ჩამოასვენებენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში?

მედიაცენტრი

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისს ელოდებიან, რომლითაც „ქართველი პარტიზანების“ მეთაურის, დავით ქუქჩიშვილის, ასევე გიორგი დამენიასა და იგორ ბეკურაშვილის ცხედრებს ჩამოასვენებენ. არსებული ინფორმაციით, დავით ქუქჩიშვილი ხარკოვის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. რაც შეეხება გიორგი დამენიასა და იგორ ბეკურაშვილს, ისინი 25 ივნისს, აღმოსავლეთის ფრონტზე, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაეცნენ. საქართველოში გადმოსვენებამდე, კიევის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ოქროსგუმბათიან მონასტერში ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. უკრაინის დედაქალაქში გმირების ხსოვნას პატივს ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და რიგითი მოქალაქეები მიაგებენ. The post როდის ჩამოასვენებენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში? appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი