საფრანგეთში 20 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
საფრანგეთში 20 წლის ქართველი ემიგრანტი, ათუკა გეწაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი მძიმე დაავადება გახდა. ინფორმაციას ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ავრცელებს, რომლის აღზრდილიც ათუკა გეწაძე იყო. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ. „გლოვობს ჩვენი სკოლა. საფრანგეთში მე-2 საჯარო სკოლის აღზრდილი, 20 წლის ათუკა გეწაძე გარდაიცვალა. ძნელია მასზე წარსულში საუბარი, სულით მაღალსა და ხორცით ძლიერ ვაჟკაცს მოერია ურთულესი სენი, მარადიულ სასუფეველში გადაინაცვლა. ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც ამ მზისგულა ვაჟკაცს… The post საფრანგეთში 20 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →