სიახლე

ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა

მედიაცენტრი

66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა. ის ორი ათწლეულის განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბიზნესასპარეზზე და ქვეყანაში ცნობილი გლობალური ბრენდების შემოყვანაში უდიდესი როლი ითამაშა. კახა გველესიანი იყო თბილისის ისეთი უმსხვილესი დეველოპერული პროექტების თანაინციატორი და პარტნიორი, როგორებიცაა საერთაშორისო სასტუმროები: „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი“. ამასთანავე, მის სახელს უკავშირდება მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსის მასშტაბური რეაბილიტაცია და ახალი სიცოცხლის შთაბერვა. კახა გველესიანი 2025 წლამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა. The post ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი