სიახლე

ვენესუელაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა

მედიაცენტრი

ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 300-ს მიაღწია. განახლებულ მონაცემებს ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ხორხე როდრიგესი აჟღერებს. მისივე განმარტებით, სტიქიური უბედურების გამო დაშავებულთა და დაზარალებულთა რიცხვი ამ დროისთვის 12 841 მოქალაქემდე გაიზარდა. „გუშინდელი სამძებრო სამუშაოების შედეგად, კიდევ ერთი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. ამ დროისთვის, ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილთა საერთო რაოდენობა 6 461 ადამიანს შეადგენს. სამაშველო ღონისძიებებში ამ წუთებშიც 4 000-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტია ჩართული“, – განაცხადა ხორხე როდრიგესმა. პარალელურად, ვენესუელას პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. The post ვენესუელაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი