რუსულმა ძალებმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში – დაიღუპა 10 ადამიანი
რუსულმა არმიამ კიევზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, რის გამოც დედაქალაქში ძლიერი აფეთქებები ხმები ისმოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დესნიანსკის რაიონში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. მანვე აღნიშნა, რომ შევჩენკოვსკის რაიონში ნაწილობრივ დაინგრა სამედიცინო დაწესებულების შენობაც. დედაქალაქის მერისა და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს მიერ გავრცელებული მონაცემებით, მომხდარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 34-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინა საღამოსვე გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული მხარე ქვეყანაზე ახალ მასშტაბურ საჰაერო… The post რუსულმა ძალებმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში – დაიღუპა 10 ადამიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →