საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა – ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა – ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების GVHD რეაქციის სამკურნალოდ, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს. საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თუმცა, გადანერგვის შემდეგ, პაციენტთა ნაწილს უვითარდება რეაქცია GVHD – „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გადანერგილი დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს ებრძვიან. „ასეთ შემთხვევებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტურ მკურნალობას. საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით, აღნიშნული გართულების მართვის ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებად აღიარებულია მედიკამენტი „ჯაკავი“ („რუქსოლიტინიბი“), რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება სტანდარტულ… The post საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა – …
პირველწყარო →