მოსკოვი თბილისისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას ითხოვს
რუსეთის ფედერაცია მხარეებს მოუწოდებს, საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი შეიმუშაონ. აღნიშნული მოთხოვნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელდა. საგარეო უწყების ცნობით, 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, ასევე სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, პროცესს კი თანათავმჯდომარეობას გაერო, ეუთო და ევროკავშირი უწევდნენ. მოსკოვის მტკიცებით, რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად აუცილებელია თბილისმა აღნიშნულ ე.წ. სუვერენულ რესპუბლიკებთან სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გააფორმოს. ამასთანავე, კრემლის განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია ნატო-საქართველოს… The post მოსკოვი თბილისისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →