სიახლე

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

GuriaNews

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ლეონიდე, ერისკაცობაში ლილე ფირცხელანი, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. “მე ვაბარებ გალობის უნივერსიტეტში, რომელიც გიორგი მთაწმინდელის სახელობის გახლავთ და ამიტომ გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მონასტერში ცხოვრებიდან გამომდინარე, სკოლის დამთავრების შემდეგ დიდი შეხება არ მქონია საგანმანათლებლო სისტემასთან. დიდ ქულაზე ამბიცია არ მაქვს, ვიცი, რომ ჩემი ქართულის ცოდნით ბარიერს გადავლახავ. საკუთარ […] The post ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ლეონიდე, ერისკაცობაში ლილე ფირცხელანი, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს.

 “მე ვაბარებ გალობის უნივერსიტეტში, რომელიც გიორგი მთაწმინდელის სახელობის გახლავთ და ამიტომ გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მონასტერში ცხოვრებიდან გამომდინარე, სკოლის დამთავრების შემდეგ დიდი შეხება არ მქონია საგანმანათლებლო სისტემასთან. დიდ ქულაზე ამბიცია არ მაქვს, ვიცი, რომ ჩემი ქართულის ცოდნით ბარიერს გადავლახავ. საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები, თემის წერა ვერ დავამთავრე, რადგან დროში ვერ ვეტეოდი. დინჯი ადამიანი ვარ და დიდი ხანი ვუნდები ხოლმე ყველაფერს. რაც ვიცოდი რომ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი გავაკეთე”, – უთხრა EDU. ARIS. GE –ს მონაზონმა ლეონიდემ.

წყარო: edu.aris.ge

The post ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი