სიახლე

დამასკოში, კაფეში თავდასხმა მოხდა

მედიაცენტრი

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამასკოს ცენტრში, ხალხმრავალ კაფეში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა. თავდასხმის შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა და არც პასუხისმგებლობა აუღია არცერთ დაჯგუფებას. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების დეპარტამენტის დირექტორმა, აჰმედ ბაკურმა, მედიას განუცხადა, რომ ყველა დაჭრილი სირიის დედაქალაქის რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „როიტერი“ წერს, 2024 წლის ბოლოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ, დამასკოში მასშტაბური თავდასხმები აღარ მომხდარა. The post დამასკოში, კაფეში თავდასხმა მოხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი