,,ომი უკრაინაში პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა” – პისტორიუსი
„ომი უკრაინაში პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ჩვენ ეს იმპულსი უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა და ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის ტემპის შენარჩუნების აუცილებლობას. მინისტრმა კომენტარი გააკეთა იმ ფონდის შექმნის გეგმებზე, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიზნით უნდა შეიქმნას და რომელშიც გერმანიამ 12 მილიარდი ევრო უნდა შეიტანოს. „ომი უკრაინაში პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ჩვენ ეს იმპულსი უნდა გამოვიყენოთ. უკრაინას ესაჭიროება სახსრები შეიარაღების წარმოებისა და რუსეთისგან თავდაცვისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არ შევანელოთ ტემპი“, – აღნიშნა მინისტრმა. The post ,,ომი უკრაინაში პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა” – პისტორიუსი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →