ყირიმში სამხედრო აეროდრომებზე დრონებით შეტევა განხორციელდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში საკისა და გვარდიისკეს სამხედრო აეროდრომებზე წარმატებული დარტყმები განახორციელა. „საკის აეროდრომზე დარტყმები განხორციელდა ავიაციის აღჭურვილობის შესანახ შვიდ ანგარზე, სადაც განთავსებული იყო Su-30SM, Su-30, და Su-24 ტიპის გამანადგურებლები და ფრონტის ხაზის ბომბდამშენები. წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა ან დაზიანდა მინიმუმ შვიდი თვითმფრინავი“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გვარდიისკეს სამხედრო აეროდრომზე ორ ანგარს დაარტყეს, სადაც „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატი და საავიაციო აღჭურვილობა იყო განთავსებული. „სამხედრო აეროდრომები „საკი“ და „გვარდიისკე“ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი საჰაერო ბაზებია. სწორედ იქიდან ფრინდებიან რეგულარულად ტაქტიკური თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე… The post ყირიმში სამხედრო აეროდრომებზე დრონებით შეტევა განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →