,,უკრაინა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, თუ არსებულ კურსს არ შეცვლის” – კაჩინსკი
პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა, დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ თანაპარტიელებს წერილი მისწერა და მოუწოდა უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში დაბლოკონ, სანამ კიევი „ბანდერისა და სხვა ბოროტმოქმედების კულტთან“ დაკავშირებით არსებულ პოლიტიკას არ გადახედავს. წერილში კაჩინსკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ, თუ მისი პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას არ მისცემს, სანამ ის თავის კურსს არ შეცვლის. მან თანაპარტიელებს მოუწოდა, გამოიყენონ ყველა შესაძლო მეთოდი, რათა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობის ყველა ძალისხმევა დაბლოკონ, რომელიც ევროკავშირში უკრაინის პრივილეგირებული პირობებით გაწევრიანებისკენ იქნება მიმართული. „სამართლისა და სამართლიანობის“ პარტიის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ… The post ,,უკრაინა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, თუ არსებულ კურსს არ შეცვლის” – კაჩინსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →