მარნეულში გაიმართება ლექცია და პრაქტიკული სემინარი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თემაზე
რეგიონალური სიახლეები
5 მარტს, 15:00-ზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ,,მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” ფარგლებში, ჩატარდება ლექცია. შეხვედრა მოიცავს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციას, ცოდნის ასამაღლებელ ლექციას და GITA-ს 2026 წლის პროგრამების გაცნობას, მათ შორის საგანმანათლებლო, ბიზნესის დაფინანსება/განვითარების და სხვა უამრავ პროგრამას. აღნიშნული ღონისძიება დასრულდება 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული...
5 მარტს, 15:00-ზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ,,მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში” ფარგლებში, ჩატარდება ლექცია.
შეხვედრა მოიცავს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციას, ცოდნის ასამაღლებელ ლექციას და GITA-ს 2026 წლის პროგრამების გაცნობას, მათ შორის საგანმანათლებლო, ბიზნესის დაფინანსება/განვითარების და სხვა უამრავ პროგრამას.
აღნიშნული ღონისძიება დასრულდება 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული სემინარით.