პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგოდ 12 130 ლარს დაეუფლა. ,,ასევე დგინდება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მობილური ტელეფონი, ჩასარიცხი აპარატის კარების გამღები სახელური და გასაღები. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის… The post პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →