სიახლე

მერაბ დვალიშვილი: საქართველოში UFC-ის ტურნირის ჩატარებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

GuriaNews

საქართველოში UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ მედიასთან “ფორმულანიუსის” ცნობით, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეები პროცესზე ინტენსიურად მუშაობენ და, წინასწარი ინფორმაციით, ისტორიული ღონისძიება მომავალ წელს იგეგმება. „რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას, ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა როგორც საქართველოს, ისე UFC-ის მხრიდან. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ, […] The post მერაბ დვალიშვილი: საქართველოში UFC-ის ტურნირის ჩატარებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოში UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ მედიასთან “ფორმულანიუსის” ცნობით,  UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები პროცესზე ინტენსიურად მუშაობენ და, წინასწარი ინფორმაციით, ისტორიული ღონისძიება მომავალ წელს იგეგმება.

„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას, ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა როგორც საქართველოს, ისე UFC-ის მხრიდან. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ, 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ტურნირზე ჩვენი ქართველი მებრძოლები გამოვლენ. იმედი მაქვს, მეც ვიბრძოლებ და სხვა ქართველი სპორტსმენებიც შემოგვიერთდებიან“, — აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.

საქართველოში UFC-ის ტურნირის შესაძლო მასპინძლობაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქართველმა მებრძოლებმა ორგანიზაციაში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს და ჩემპიონობის ქამრები მოიპოვეს.

The post მერაბ დვალიშვილი: საქართველოში UFC-ის ტურნირის ჩატარებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი