პოლიციამ გურიაში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევმა პირმა, თანამზრახველთან – საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვას ცდილობდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის… The post პოლიციამ გურიაში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტი აღკვეთა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →