სკოლებში საგაკვეთილო პროგრამა და საათობრივი ბადე იცვლება
2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში საგაკვეთილო პროგრამა მნიშვნელოვნად იცვლება. საათობრივი ბადის ახალი პროექტი საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე გადაეგზავნათ, თუმცა დოკუმენტი ოფიციალურად ჯერ არ ძალაში არ შესულა. დაგეგმილი რეფორმის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით სიახლეა, ქიმიის გაკვეთილები, ნაცვლად მერვე კლასისა, ერთი წლით ადრე, მეშვიდე კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია. ცვლილებები შეეხო როგორც დაწყებით, ისე მაღალ კლასებს. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით გაიზრდება ქართულისა და მათემატიკის საათების რაოდენობა. რაც შეეხება მეათე კლასს, აქედან მსოფლიო ისტორიის… The post სკოლებში საგაკვეთილო პროგრამა და საათობრივი ბადე იცვლება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →