სიახლე
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა
მედიაცენტრი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში დაესწრება მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის („ინოპრომი“) ფარგლებში დაგეგმილ პლენარულ სესიას – „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“. სამუშაო გეგმის მიხედვით, ასევე დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრთან, მიხაილ მიშუსტინთან. აღსანიშნავია, რომ ეს ნიკოლ ფაშინიანის პირველი საქმიანი ვიზიტია სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. The post ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.