,,უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის, მაგრამ მათ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდებათ” – რუტე
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში, ნატო-ს სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის. „ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციებს ვდებთ, რათა გვქონდეს ყველაფერი ის, რაც გვჭირდება ჩვენი საზოგადოებების დასაცავად, რადგან ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები რეალურია, მათ შორის რუსეთიდან წამოსული საფრთხე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. ახლა, უკრაინა საბრძოლო ველზე დინამიკას ცვლის, მაგრამ მათ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდებათ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარკ რუტემ. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად თავისი წვლილი ნატო-ს ყველა მოკავშირემ უნდა შეიტანოს. The post ,,უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის, მაგრამ მათ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდებათ” – რუტე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →