სასწრაფოს ექიმებმა მამაკაცი გადაარჩინეს. ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
“თბილისის სასწრაფო დახმარების პირველი რაიონული სამსახურის 0131 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ზოგადი სისუსტე. ბრიგადა გამოძახების მისამართთან ახლოს იმყოფებოდა და ადგილზე 2 წუთში მივიდა, სადაც 68 წლამდე მამაკაცი უკვე უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
ბრიგადის წევრებმა მამაკაცი კონტაქტური და ადეკვატური ცნობიერებით ფორსმაჟორით უახლოეს კლინიკაში შეიყვანეს, სადაც დადასტურდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პაციენტს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება, ამჟამად ბინაზეა გაწერილი და თავს კარგად გრძნობს,
#გვეამაყება
ექიმი ლია ახლედიანი
უმცროსი ექიმი ნათია აფქოფაშვილი
მძღოლი ვლადიმენ ყაჭიური”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
The post სასწრაფოს ექიმებმა მამაკაცი გადაარჩინეს appeared first on გურია ნიუსი.