
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
მიმდინარე პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.


პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 393 გრძივი მეტრი სიგრძის გზა, რომლის ღირებულება 684 322 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დაურ ისმაილოვი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათთან ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა და არსებული საჭიროებები მოისმინა.
