სიახლე

მარინ ლე პენს ერთწლიანი შინაპატიმრობა მიესაჯა

მედიაცენტრი

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს, ევროპარლამენტის სახსრების მითვისების საქმეზე ერთწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შეამცირა თავდაპირველად მოთხოვნილი 5-წლიანი პოლიტიკური აკრძალვა, რაც ლე პენს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თავად პოლიტიკოსმა განაჩენამდე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული სამაჯურით არ აპირებდა. სასამართლოს გადაწყვეტილება სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს პარტიას, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად საბანკო სესხის მოპოვებას ისედაც უშედეგოდ ცდილობს. ვერდიქტის მიხედვით, „ეროვნული გაერთიანება“ 2 მილიონი ევროთი დაჯარიმდა (საიდანაც 1 მილიონი პირობითია), ხოლო საქმის ფიგურანტებს ევროპარლამენტისთვის 1.9 მილიონი ევროს დაბრუნება დაევალათ. ლე პენი და… The post მარინ ლე პენს ერთწლიანი შინაპატიმრობა მიესაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი