სიახლე

მომხდარი აფეთქებების მიუხედავად, ემანუელ მაკრონი სირიაში ვიზიტს აგრძელებს

მედიაცენტრი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოში, იმ სასტუმროს სიახლოვეს, სადაც საფრანგეთის ლიდერი უნდა დაბინავებულიყო, აფეთქებები მოხდა, ვიზიტის პროგრამა არ შეწყვეტილა. ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში მიმდინარე ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და სირიელი ხალხის შემართებას გაუსვა ხაზი. „ვერაფერი ჩაახშობს სირიელი ქალებისა და კაცების მისწრაფებას, იცხოვრონ სრულიად სუვერენულ, უსაფრთხო, პლურალისტურ და ერთიან სირიაში. ამ დილით მე შევხვდი სირიას მთელი თავისი მრავალფეროვნებით. მე დავინახე ღირსება, მამაცობა და შემართება. ჩემი ვიზიტი გრძელდება” – წერს მაკრონი. მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, საფრანგეთის დელეგაცია ქვეყანაში გეგმის მიხედვით აგრძელებს შეხვედრებს. The post მომხდარი აფეთქებების მიუხედავად, ემანუელ მაკრონი სირიაში ვიზიტს აგრძელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი