სიახლე

აშშ-მა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა – ირანული მედია

მედიაცენტრი

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. ბუშერის პროვინციაში შუადღისას ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, რაც ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს. პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, ეჰსან ჯაჰანიანმა სახელმწიფო მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ მორიგი საჰაერო იერიში განახორციელა. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი რაკეტა უშუალოდ ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ჩამოვარდა. ამ დროისთვის აფეთქების შედეგად გამოწვეული ზიანისა თუ ნგრევის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. The post აშშ-მა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა – ირანული მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი