სიახლე

რუსეთმა დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა

მედიაცენტრი

რუსეთის ხელისუფლებამ, შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტისა და ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა. გადაწყვეტილების მიზანი ადგილობრივი ბაზრის მხარდაჭერა და მიწოდების გაზრდაა. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა ძალაში 31 ივლისამდე დარჩება, თუმცა აკრძალვა არ შეეხება იმ მიწოდებას, რომელიც მანამდე გაფორმებული სამთავრობო შეთანხმებებით არის განსაზღვრული. ამავდროულად, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის განცხადებით, ქვეყანა ივლისიდან საწვავის იმპორტს დაიწყებს. დარგობრივი წყაროების ცნობით, რუსულმა მხარემ ინდოეთიდან ბენზინის საზღვაო გზით შემოტანა უკვე დაიწყო. Reuters-ის მონაცემებით, ივნისში რუსული დიზელის საზღვაო ექსპორტი წინა თვესთან შედარებით 39%-ით შემცირდა და 1.8 მილიონი ტონა შეადგინა. The post რუსეთმა დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი