სიახლე

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 40%-მდე გამოიყვანეს მწყობრიდან

მედიაცენტრი

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 40%-მდე გამოიყვანეს მწყობრიდან. Financial Times-ის ინფორმაციით, ივნისში რუსეთი დღეში ნავთობის 4.1 მილიონი ბარელის გადამუშავებას ახდენდა, რაც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე 28%-ით ნაკლების და ნომინალური სიმძლავრის 35%-ზე ნაკლებია. გამოცემის ცნობით, მაისიდან უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები. მას შემდეგ დარტყმები განხორციელდა რუსეთის ათი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, მათ შორის ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც ფრონტის ხაზიდან 2,500 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელზეც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 7% მოდის. აღინიშნება, რომ საწვავის დეფიციტი უკვე 50 მილიონ რუსს ეხება, რაც მოსახლეობის 35%-ს შეადგენს. 8… The post უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 40%-მდე გამოიყვანეს მწყობრიდან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი