სიახლე

ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მოინახულა

MegaTV

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, ქალაქ ქუთაისში ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო. ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 2026 წლის მაისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი (ნარჩენების განთავსების უჯრედების ფორმირება და საიზოლაციო ფენით გადაფარვა) დასკვნით […]

პირველწყარო →

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, ქალაქ ქუთაისში ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 2026 წლის მაისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი (ნარჩენების განთავსების უჯრედების ფორმირება და საიზოლაციო ფენით გადაფარვა) დასკვნით ეტაპზეა. შემდგომი ეტაპის სამუშაოები მოიცავს შიდა გზების მოწყობასა და ინფრასტრუქტურულ განახლებას, მათ შორის, ძველი სამეთვალყურეო ჯიხურის ახალი, თანამედროვე ტიპის ჯიხურით ჩანაცვლებას. ამასთან, გაუმჯობესდება თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები, განახლდება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა. ობიექტის სასიცოცხლო რესურსი, დაახლოებით, 1,5-დან 2 წლამდე ვადით გახანგრძლივდება.
გარდა ამისა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ნიკეას ნაგავსაყრელი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.

პარალელურად, აქტიურად გრძელდება მუშაობა იმერეთის რეგიონში ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის საკითხზე. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ობიექტის მშენებლობის დასრულებისა და მისი ოპერირების დაწყებისთანავე, ქუთაისის ნიკეას ნაგავსაყრელი, კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით, დაიხურება.

ცნობისთვის, ნიკეას დასახლების მცხოვრები ადამიანები რამდენიმე თვია გაუსაძლის სუნზე საუბრობენ.

გაუსაძლის სუნს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, “მეგა ტვ”-თან ინტერვიუში, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპით ხსნიდა. მათი თქმით ნაგავსაყრელის რეაბილიტაციას 4 თვე სჭირდება. 


მსგავსი