სიახლე

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებს 19 და 23 წლით პატიმრობა მიესაჯათ

მედიაცენტრი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ერთს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით, ხოლო მეორეს განაჩენთა ერთობლიობით 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ 31 შეკვრად დაფასოებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 21.4625 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში უნდა განეთავსებინათ. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის… The post ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებს 19 და 23 წლით პატიმრობა მიესაჯათ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი