სიახლე
თურქეთმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა გაასხვისა
მედიაცენტრი
თურქეთმა რუსეთისგან შესყიდული „ეს-400“-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდა. მოსალოდნელია, რომ ანკარა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებში. 2019 წელს, თურქეთის მიერ რუსული სისტემების შეძენის გამო, ვაშინგტონმა ანკარას სანქციები დაუწესა და „ეფ-35“-ის პროგრამიდან გარიცხა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ნატო-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს თურქეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობა. The post თურქეთმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა გაასხვისა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.