პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ევროკომისიის პრეციდენტიც დაესწრება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ორშაბათს, 13 ივლისს, პარიზში გაემგზავრება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას დაესწრება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ გააკეთა: „დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი პარიზში გაემგზავრება, სადაც დაესწრება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს“. პარიზში დაგეგმილ სამიტზე 30-ზე მეტი მონაწილე სახელმწიფო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობის დამყარების საკითხებზე იმსჯელებს. მაღალი დონის შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ამასთან, პრესსპიკერის განმარტებით, ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში სამშაბათსაც გაგრძელდება, სადაც 14 ივლისს… The post პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ევროკომისიის პრეციდენტიც დაესწრება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →